ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხი ომბუდსმენი აზერბაიჯანულ მხარეს ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებს

30 აგვისტო, 2021 • 607
სომეხი ომბუდსმენი აზერბაიჯანულ მხარეს ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებს

სომხეთის სახალხო დამცველის, არმან ტატოიანის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხურს სოფლებთან – სოთქთან და კუთთან ხანძარი გააჩინეს.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მიზანმიმართულად გააჩინეს ხანძარი სოფლების საძოვრებზე და ეს ფაქტი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

ტატოიანი სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

აზერბაიჯანულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

არმან ტატოიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ჩაკეტეს გორისი-ვოროტანის შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზა, რითაც დაირღვა სომეხი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები.

ბაქოს პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე აწარმოებს საზღვრის დემარკაციის პროცესს, მათ შორის- სოფლებთან სოთქი და კუთი, რომელიც ეყრდნობა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ხელმძღვანელობას საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი რუკებით.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო დაპირისპირება პერიოდულად მწვავდება ხოლმე.

სომხური მხარის ინიციატივით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის სადავო მონაკვეთებს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

მხარეები პერიოდულად ხსნიან ცეცხლს, რაც ზოგჯერ სრულდება მსხვერპლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი