ახალი ამბები

კორონავირუსმა დამატებით 76 ადამიანი იმსხვერპლა — 29 აგვისტო

29 აგვისტო, 2021 • 1886
კორონავირუსმა დამატებით 76 ადამიანი იმსხვერპლა — 29 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსმა დამატებით 76 ადამიანი იმსხვერპლა. შესაბამისად, მსხვერპლის ჯამურმა მაჩვენებელმა 7251-ს მიაღწია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 25 217 ტესტი გაკეთდა, მათ შორის, 15 027 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 190 PCR ტესტით, რის შედეგადაც გამოავლინეს ვირუსით ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევა (როგორც წესი, სამუშაო დღეებში გაკეთებული ტესტების რაოდენობა 50 ათასს აღწევს და გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებელიც თითქმის ორმაგია). დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 10.58% შეადგინა, რაც თითქმის იდენტურია ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებლისა.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109, საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 637 პირი, 3 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 42 66 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი