ახალი ამბები

კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 3 დღეში 5 ობიექტი დალუქეს, 6 დააჯარიმეს

29 აგვისტო, 2021 • 1206
კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 3 დღეში 5 ობიექტი დალუქეს, 6 დააჯარიმეს

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბოლო 72 საათში 5 ობიექტი დალუქულე და 6 დააჯარიმეს. შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო.

როგორც შრომის ინსპექცია აცხადებს, უწყებამ ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა.

შრომის ინსპექციის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია.

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქეს, დააჯარიმეს 46 ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის, 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი