საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მკაცრად გმობს ქაბულში მომხდარ ტერაქტს და მწუხარებას გამოთქვამს ავღანელი სამოქალაქო პირებისა და აშშ-ის სამხედროების დაღუპვის გამო.
“ევაკუაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც ევაკუაციის პროცესს ახორციელებს და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს”, — ნათქვამია პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
I strongly condemn the #Kabul terrorist attack. My prayers go to the Afghan civilian and US military victims.
The evacuation has to proceed peacefully. ?? will continue to take its share in support of those handling the evacuation and expresses #solidarity in front of violence.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 27, 2021
ქაბულის აეროპორტში 26 აგვისტოს განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ISIS-K-მ (“ისლამური სახელმწიფო — ხორასნის პროვინცია”) აიღო — ეს არის ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული დაჯგუფება, რომელიც ავღანეთში მოქმედებს. თავდასხმას 85 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 72 ავღანელი და 12 ამერიკელი სამხედრო.
