ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი
სოხუმში ზღვის სანაპიროსა და სასტუმროებს შორის მდებარე სასაფლაო ერთ-ერთია, სადაც აფხაზეთის ომის შემდეგ ქართველების საფლავები მიტოვებული და მოუვლელია. მორიგი შტორმის დროს სასაფლაოს ნაწილი წყალმა წაიღო. სასაფლაოსთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა სასაფლაოს გაუქმებას ითხოვს, თუმცა დროდადრო აქ ახალი საფლავებიც ჩნდება.









