შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში დააკავა კაცი, რომელმაც თავის დისშვილს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. უწყების თანახმად, შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ [1984 წელს დაბადებულმა] ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დის არასრულწლოვან შვილს, 2003 წელს დავებულ ნ.ფ-ს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.