ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა თავისი 120 სამხედრო ქაბულიდან გამოიყვანა

26 აგვისტო, 2021 •
აზერბაიჯანმა თავისი 120 სამხედრო ქაბულიდან გამოიყვანა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთი დატოვა აზერბაიჯანის უკლებლივ ყველა, 120-მა სამხედრომ, რომლებიც ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად იცავდნენ.

“26 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ,120-მა აზერბაიჯანელმა მშვიდობისმყოფელმა, რომლებიც მსახურობდნენ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში, დატოვა ქვეყანა.

აზერბაიჯანელი მშვიდობისმყოფელები, იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით, გაემგზავრნენ ანკარაში. დაგეგმილია მათი სამშობლოში სწრაფად დაბრუნება”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანს, განსხვავებით სხვა პარტნიორი სახელმწიფოებისა,  ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომ აშშ-ის ძალები დატოვებდნენ ავღანეთს, ქვეყანა არ დაუტოვებია.

აზერბაიჯანული მისია, რომელიც 120 სამხედრო მოსამსახურისგან შედგებოდა, ქაბულში თურქულ მისიასთან ერთად მონაწილეობდა აეროპორტის დაცვაში.

თალიბანის განცხადებით, ქვეყანა ყველა უცხოელმა 31 აგვისტომდე უნდა დატოვოს.

ავღანეთს ტოვებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი