ახალი ამბები

მარტვილში ორი უკანონო სახერხი საწარმო გამოავლინეს – გზდ

26 აგვისტო, 2021 • 1020
მარტვილში ორი უკანონო სახერხი საწარმო გამოავლინეს – გზდ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა სამეგრელოში ორი უკანონო (არარეგისტრირებული) სახერხი საამქრო გამოავლინეს.

კერძოდ, ერთ მოქალაქეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ჰქონდა ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილი.

„სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი, მუხის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი)“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მეორე უკანონო სახერხი საამქრო, უწყების ცნობითვე, მოწყობილი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში. „მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 12 ერთეული წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი)“, – წერს უწყება.

დეპარტამენტის თანახმად, იმის გამო, რომ „ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი