ახალი ამბები

ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

25 აგვისტო, 2021 • 1244
ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 23 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ მ.მ-ს და 1996 წელს დაბადებულ ა.მ-ს, რის შედეგადაც ა.მ. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ რ.კ. მომხდარიდან მალევე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი