ახალი ამბები

გარდაიცვალა Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი

24 აგვისტო, 2021 • 1029
გარდაიცვალა Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი

ცნობილი ინგლისური როკ-ჯგუფის, Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. განცხადება უოტსის სპიკერმა 24 აგვისტოს საღამოს გაავრცელა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

განცხადების თანახმად, დრამერი გარდაიცვალა “დღეს დილით, ლონდონის საავადმყოფოში, ოჯახის წევრთა გარემოცვაში”.

“ჩარლი იყო საყვარელი ქმარი, მამა, ბაბუა და ასევე, როგორც Rolling Stones-ის წევრი, მისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი დრამერი”, — აღნიშნავს სპიკერი.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოცხადდა, რომ ჩარლი უოტსი გამოტოვებდა თავისი ჯგუფის ამერიკულ ტურნეს, სამედიცინო პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის მიზეზით. მაშინ არ თქმულა, რომელ პროცედურაზეა საუბარი.

ცნობილია, რომ დრამერი 2004 წელს ყელის სიმსივნეზე მკურნალობდა.

უოტსი ზემოხსენებულ ჯგუფს 1963 წლის იანვარში შეუერთდა. ის სიცოცხლის ბოლომდე იყო Rolling Stones-ის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი