ახალი ამბები

ქალის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ქართველი კაცი დააკავეს

24 აგვისტო, 2021 • 1344
ქალის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ქართველი კაცი დააკავეს

საბერძნეთში 55 წლის ქალის მკველობისთვის 48 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

მკვლელობა გუშინ, 23 აგვისტოს სალონიკში მოხდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, მამაკაცმა მეგობარ ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით საკუთარ სახლში მოკლა და აივნიდან მიმალვა სცადა.

მეზობლებმა პოლიციას უთხრეს, როგორ დაინახეს კაცი, რომელიც სისხლიანი გადახტა აივნიდან და გაიქცა. ასევე, მეზობლების თქმით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მათ 55 წლის ქალის ყვირილი მოესმათ, როგორ სთხოვდა ქალი ვიღაცას, რომ არ მოეკლა.

პოლიციამ ქართველი კაცი გუშინ საღამოსვე დააკავა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მკვლელის ეროვნებიდან გამომდინარე, საბერძნეთის პოლიციამ მომხდარის გამოძიება საერთაშორისო მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი