საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან ერთობლივ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“ჩვენ სამ ქვეყანას, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოსა შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და სწორედ ამ ტრიოს ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იგი უკრაინაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება.