დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC&PH] თანახმად, 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 10 პროცენტია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი.
ქვეყანაში ამ დროისათვის ჩატარებულია 962 165 აცრა.
ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 23.7 პროცენტი აცრილია ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად, გასულ 24 საათში ჩატარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო 23 303 აცრა.