ახალი ამბები

ევროკავშირი ჩრ. მაკედონიის, თურქეთისა და უკრაინის კოვიდსერტიფიკატებს ხვალიდან ცნობს

19 აგვისტო, 2021 • 1603
ევროკავშირი ჩრ. მაკედონიის, თურქეთისა და უკრაინის კოვიდსერტიფიკატებს ხვალიდან ცნობს

ევროკავშირი ცნობს ჩრდილოეთ მაკედონიის, თურქეთისა და უკრაინის მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი.

ვარჰეის მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი ქვეყნის კოვიდსერტიფიკატებს იგივე ძალა ექნებათ, რაც ევროკავშირის მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატს და პირიქით. ეს ნიშნავს, რომ ამ სამი ქვეყნის კოვიდსერტიფიკატის მფლობელებს ევროკაშვირში მოგზაურობა ჩვეულებრივ შეეძლებათ.

“ჩვენ ერთად ვებრძვით პანდემიას და ჩვენი პარტნიორები საზღვრების უსაფრთხოდ გახსნის განუყოფელი ნაწილი არიან. მივესალმები ჩრდილოეთ მაკედონიის, უკრაინისა და თურქეთის გაერთიანებას ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემაში და ველი, რომ სხვა მეზობელი ქვეყნებიც მალე შემოგვიერთდებიან”, — განაცხადა ვარჰეიმ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2021 წილის 20 აგვისტოს შევა. ევროკომისია სისტემაში გაერთიანების თაობაზე მესამე სამყაროს სხვა ქვეყნებთანაც აგრძელებს მუშაობას. ჯერჯერობით ევროკავშირის კოვიდსერთიფიკატების სისტემის ნაწილი არ არის ქართული დოკუმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი