საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ეს არის ერთ დღეში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
ამავე პერიოდში ქვეყანაში 4 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 471 ადამიანი და ჩატარდა 49 468 ტესტირება.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.01%.
საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 501 297 შემთხვევა, რომელთაგან 436 977 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 590 ადამიანი.