ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყალბი Covid პასპორტების გაცემის ბრალდებით აზერბაიჯანში გამოძიება დაიწყეს

18 აგვისტო, 2021 • 1214
ყალბი Covid პასპორტების გაცემის ბრალდებით აზერბაიჯანში გამოძიება დაიწყეს

ბაქოს ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ყალბი COVİD-19-ის  დამზადებისა და გაცემის ფაქტებზე აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

გამოძიების ცნობით, ექიმები გარკვეული თანხის სანაცვლოდ აცრის ჩატარების გარეშე ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობებს გასცემდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – “თანამდებობის ბოროტრად გამოყენება” და “ფალსიფიკაცია”.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანაში მსგავსი ფაქტები აქამდეც ყოფილა. რამდენიმე დღის წინ მილი მეჯლისის  [პარლამენტი] დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილემ, რაშან მაჰმუდოვმა განაცხადა, რომ ყველა ექიმი, რომელიც ყალბ ცნობას გასცემს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი