ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსი სამხედროები საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ

16 აგვისტო, 2021 • 1483
აფხაზეთში რუსი სამხედროები საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ

კოვიდ-ინფიცირებულებისთვის აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტალს მოაწყობს – ინფორმაციას აფხაზური მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრნობით ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, მობილური ჰოსპიტალი 100 საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, ის აღჭურვილია  ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით, პაციენტზე დაკვირვებისთვის საჭირო მონიტორებით, რენტგენის და სხვა საკვლევი დანადგარებითა და სისხლის სადიაგნოსტიკო აპარატურით. მობილური განყოფილების შემადგენლობაში 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 100-ზე მეტი სამხედრო პირია.

რუსეთის თავდაცვის უწყების საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ნოემბერშიც მოეწყო. მისი მუშაობა კი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ოფიციალური ცნობით, მაშინ საველე ჰოსპიტალში დახმარება 3 700- ზე მეტ აფხაზეთის მცხოვრებს გაუწიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი