ახალი ამბები

ჩინეთი მზადაა თალიბანთან “მეგობრული” ურთიეთობებისთვის

16 აგვისტო, 2021 • 1651
ჩინეთი მზადაა თალიბანთან “მეგობრული” ურთიეთობებისთვის

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, პეკინს სურს “მეგობრული ურთიერთობების” განვითარება თალიბანთან.

ინფორმაციას Al-jazeera ავრცელებს.

“ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ისურვებდა, გაგრძელდეს მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება ავღანეთთან”, – განაცხადა საგარე საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას.

ივლისში თალიბანის წარმომადგენლებსა და ჩინეთს შორის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ჩინურმა მხარემ თალიბანს მიმართა, რომ გაეწყვიტათ ყოველგვარი კავშირი ტერორისტებთან, ხოლო თალიბანმა განაცხადა, რომ ავღანეთი არ გახდებოდა სხვა ქვეყანაზე თავდასხმისა და სეპარატისტების ბაზა.


15 აგვისტოს თალიბებმა ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, თალიბანმა 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც თალიბანი ვერ აკონტროლებს.

აეროპორტის ტერიტორიაზე გარდა თურქული და აზერბაიჯანული რაზმებისა, ასევე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეყანაში საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს.

გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი