ახალი ამბები

კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი გარდაიცვალა

16 აგვისტო, 2021 • 1192
კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი გარდაიცვალა

მეცნიერი და კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

შუბაშვილი წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, იბეჭდებოდა არაერთ გამოცემაში და იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი.

როგორც კინოცენტრი წერს, არჩილ შუბაშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა წლებში ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთსა და დანიაში, მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“, მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად.

არჩილ შუბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ კინოცენტრთან და არაერთხელ იყო კინოცენტრის კონკურსების საექსპერტო კომისიის წევრი.

1995 წლიდან არის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის “საპატიო სტუმარი”და ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი