ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევნის განცხადებით, მოწინააღმდეგემ ერთი ჯარისკაცი მოკლა, ბაქო უარყოფს

16 აგვისტო, 2021 • 779
ერევნის განცხადებით, მოწინააღმდეგემ ერთი ჯარისკაცი მოკლა, ბაქო უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 16 აგვისტოს აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე ცეცხლი გახსნეს სოფელ ერასხის მიმართულებით.

ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

სომხური თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა დილის 9 საათსა და 50 წუთზე მოხდა. გარდაიცვალა 1975 წელს დაბადებული ოფიცერი, რომელიც სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა.

სომხური მხარის თანახმად, საპასუხო ცეცხლს აზერბაიჯანული მხარის რიგებშიც მოჰყვა მსხვერპლი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სომხეთი ცდილობს დეზინფორმაცია გაავრცელოს, რათა დამალოს ფაქტი, რომ სომეხი ჯარისკაცი შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა.

იმავე განცხადებაში, სადაც ბაქო სომხეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ნათქვამია, რომ დღეს, 9 საათსა და 30 წუთზე, სომხურმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სოფელ ჰეიდარაბადის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი