ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში დაესწრო ინდოეთის საელჩოს ღონისძიებას

16 აგვისტო, 2021 • 1383
დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში დაესწრო ინდოეთის საელჩოს ღონისძიებას

დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში ბაგრატ ხუტაბა დაესწრო ინდოეთის დამასკოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ხუტაბამ მონაწილეობა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვების 75-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართა.

სოხუმის ცნობით, ღონისძიებაში დამასკოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საელჩო სირიის არაბულ რესპუბლიკაში 2020 წლის ოქტომბერში გახსნა.

ამ დროიდან მოყოლებული, ბაგრატ ხუტაბა პერიოდულად ხვდება სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ და სავაჭრო წარმომადგენლობებს. იგი წარსულში შეხვდა ომანის, იემენის, ირანისა და პაკისტანის წარმომადგენლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიაში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის, ბაგრატ ხუტაბას შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან არის საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია.

ფოტო გარეკანზე: ინდოეთის ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში მაჰენდერ სინგჰ კანიალი და ბაგრატ ხუტაბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი