ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადასტურებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კვაჭანტირაძე წლების განმავლობაში ასწავლიდა.
კვაჭანტირაძე იყო არაერთი პრემიისა თუ პრიზის ლაურეატი, ასევე პარლამენტის მე-7 მოწვევის დეპუტატი.
მანვე დაწერა ისეთი წიგნები, როგორიცაა: “მსგავსებითი შედარება ქართულში” (1977), “ჰა ბურთი, ჰა მოედანი” (2002), “მოგზაურობა სასიტყვეთში” (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მსგავსებითი შედარება ქართულში”, დაიცვა 1978 წელს.
