ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა

13 აგვისტო, 2021 • 896
დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა

დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, მათ საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 აგვისტოს ტყვარჩელში დააკავეს 1962 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე. დე ფაქტო უწყების თანახმად, ჩხრეკისას დაკავებულის სახლში აღმოაჩინეს 23 ცალი ვაზნა და ხელყუმბარა.

გამოძიება დაწყებულია დე ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის სახიფათო საწარმოო ობიექტების უსაფრთოების ნორმების დარღვევის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი