ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, პარტიის შიდა კვლევით “ოცნებას” 46.3% აქვს

13 აგვისტო, 2021 •
პაპუაშვილის თქმით, პარტიის შიდა კვლევით “ოცნებას” 46.3% აქვს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის შიდა კვლევით 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში მმართველი პარტია ხმათა 46.3%-ს იღებს.

კერძოდ, შეწონილი მონაცემების მიხედვით, პაპუაშვილის თქმით, კითხვაზე, მერის არჩევნებში მხოლოდ კახა კალაძე და ნიკა მელია რომ მონაწილეობდნენ, რომელს მისცემდნენ ხმას, გამოკითხულთა 66.2-მა პროცენტმა კახა კალაძე დაასახელა, 33.8 პროცენტმა კი- მელია.

რაც შეეხება პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს არჩევნებს, პაპუაშვილის თქმით, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება ოცნება – 46.3%
  • ნაციონალური მოძრაობა – 23.3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 5.3%
  • საქართველოსთვის – 5.2%
  • მოქალაქეები – 3.3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 2.3%
  • ლელო – 2.3%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
  • ევროპული საქართველო – 1.4%
  • გირჩი – 1.2%
  • ლეიბორისტული პარტია – 0.9%
  • ერთიანი სქართველო – 0.8%
  • სხვა პარტიები – 5.6%

პაპუაშვილის თქმით, სოციოლოგიური კვლევა თბილისში 2-8 აგვისტოს პირისპირ ინტერვიუს ფარგლებში ჩატარდა და 3 446 გამოკითხულიდან ფავორიტი პარტია 2 728-მ (საერთო რაოდენობის 79.2%-მა) დაასახელა. კვლევის ცდომილება, პაპუაშვილისვე ინფორმაციით, 2.2 პროცენტს შეადგენს. კვლევა ჩაატარა პარტიაში 2020 წლიდან მოქმედმა სოციალური კვლევების ჯგუფმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი