ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით 20 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

12 აგვისტო, 2021 • 948
ქვეყნის მასშტაბით 20 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული გამოძიების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 20 ნარკორეალიზატორი დააკვეს.

უწყება ამბობს, რომ ნარკორეალიზატორები თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ“, – წერს უწყება.

სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება.

ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 2 კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ასევე, დაკავებულებს შორის ერთ-ერთის პირადი ჩხრეკისას ნივთმკიცების სახით პოლიციამ ამოიო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი. ამასთანავე, ამოღებულია უკანონოდ შეძენილი „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი.

ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი