ახალი ამბები

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

12 აგვისტო, 2021 • 561
კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა, რომლის მიზანიც მოაქლაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის და 112-ის ალტერნატივის შექმნაა.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი დაუდასტურდებათ, პორტალზე er.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს:

“აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და, მეორე მხრივ, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება”, – აცხდებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი