აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის დამთავრებას დაედო საფუძვლად, არ სრულდება, ვინაიდან აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დროებით რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ, სომხური შეიარაღებული ძალები კვლავაც შეიმჩნევიან.
“სომხეთი უხეშად არღვევს სამმხრივ შეთანხმებას, როდესაც პირად სამხედრო დანაყოფებს ათავსებს აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებულია რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი. სომხეთის ახალი პოსტები განლაგებულია მუხტარქენდისა და შუშაქენდის დასახლებული პუნქტებთან ახლოს, ასევე, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან აღმოსავლეთით. აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს მიიღებს”.
ბაქო აცხადებს, რომ “ახალი თავდაცვის მინისტრის, არშაკ კარაპეტიანის პროვოკაციული ბრძანებით, სომხეთ მიზანმიმრთულად ძაბავს სიტუაციას”.
ბაქოს თქმით, სამმხრივი განცხადების მიხედვით, რუსმა სამშვიდობოებმა საბოლოოდ უნდა აღკვეთონ სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიაჯანის ტერიტორიაზე განთავსება.
ბაქოს აღნიშნულ განცახდებას ერევანი გამოეხმაურა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამმხრივი შეთანხმება სომხეთის შეირაღებული ძალების გამოყვანას არ ითვალისწინებდა და პირველი პუნქტის შესაბამისად, “…მხარეები საკუთარ პოზიციებზე რჩებიან”. თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოგვიანებით, აზერბაიჯანმა ახალი პოზიციები დაიკავა არწახის ტერიტორიებზე [მთიანი ყარაბაღი] და კვლავაც განაგრძნობს ამ პროცესს. არწახისა და რუსეთის სამხედრო კონტინგენტი კი, სომხური მხარის განცხდებითვე, არწახის მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
იმის მიუხედავად, რომ მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო 2020 წლის 44- დღიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულდა, არასტაბილურ სიტუაციას ქმნის საზღვარზე შეტაკებები, წინა ხაზზე ახალი პოზიციების დაკავების და გამყარების მცდელობები, მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება და ჰუმანიტარული კრიზისი.
“ახალი ფრონტის ხაზის გასწვრივ შეტაკებები, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობასთან ახლოს მიმდინარებს, ხელს უწყობს ძალადობის განახლებას. ამასთან, რაც მეტი დრო გავა იქამდე, სანამ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა დაბრუნდება საკუთარ სახლებში და დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, მით უფრო რთული იქნება სამშვიდობო პროცესის აღდგენა”, – ვკითხულობთ International Crisis Group-ის ერთ-ერთი უკანასკნელ ანგარიშში.