ახალი ამბები | რეკლამა |

ალდაგი სამშენებლო კომპანიებს სამშენებლო რისკების დაზღვევას სთავაზობს

11 აგვისტო, 2021 | | 410
ალდაგი სამშენებლო კომპანიებს სამშენებლო რისკების დაზღვევას სთავაზობს

ალდაგი სამშენებლო კომპანიებს სამშენებლო რისკების დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტი ყველა რისკის (All risks) დაზღვევას მოიცავს, რაც სამშენებლო კომპანიებისთვისაა რელევანტური. 

პროდუქტის ფარგლებში, დაზღვეულია სამშენებლო პროცესში ჩართული ყველა რგოლი: სამშენებლო ობიექტი, სამშენებლო მასალა, სამუშაო ძალა, სპეც. ტექნიკა და სხვა. მშენებლობის დაწყებიდან – მის დასრულებამდე.

სამშენებლო რისკების დაზღვევა აერთიანებს 3 მიმართულებას: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, სამშენებლო ტექნიკის და მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევას. თითოეული მათგანი ფარავს ყველა სახის გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევისგან გამოწვეულ მატერიალურ ზარალს. 

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ გვერდს

ალდაგი მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შესრულების სტატუსის მქონე ბიზნესებს დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევასაც სთავაზობს. 

ალდაგი კორპორატიული დაზღვევის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2020 წელს ის საერთაშორისო გამოცემამ “Global Banking and Finance Review Magazine’ ალდაგი ბიზნესის საუკეთესო მზღვეველ კომპანიად დაასახელა საქართველოში. ალდაგი კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში ბაზრის 33% წილს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი