ახალი ამბები

ობიექტი, რომელიც სოციალურ ღონისძიებას უმასპინძლებს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი დაიხურება

9 აგვისტო, 2021 •
ობიექტი, რომელიც სოციალურ ღონისძიებას უმასპინძლებს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი დაიხურება

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზი, რომელიც აკრძალულ სოციალურ ღონისძიებას უმასპინძლებს, პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი – დაიხურება.

აღნიშნულის შესახებ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადეს და თქვეს, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება:

“მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების გამართვისთვის კვების ობიექტის თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დახურვა”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ღია სივრცეებში, სადაც 5 ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი