ახალი ამბები

ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს ხელფასების ზრდას ჰპირდება

9 აგვისტო, 2021 • 1413
ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს ხელფასების ზრდას ჰპირდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასების ზრდას ჰპირდება. მისი განცხადებით, დღესდღეობით მერების ხელფასი 1800-2000 ლარს შეადგენს, რაც მისი თქმით, დღევანდელ რეალობასთან შეუსაბამოა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჯარო მოხელეების ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა, სამინისტროების დონეზე ცალკეული ლოკალური გადაწყვეტილებების გარდა.

„ამ საკითზე მთავრობას ერთიანი ხედვა არ წარუდგენია. ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას.

ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს, მაგალითად, ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს, და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც ზოგადად, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს”, – ამბობს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი