ახალი ამბები

24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით – 9 აგვისტო

9 აგვისტო, 2021 •
24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით – 9 აგვისტო

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 146 ადამიანი და ჩატარდა 23 439 ტესტირება.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.75%“, – წერის უწყების განცხადებაშ.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 946
  • აჭარა – 499
  • იმერეთი – 177
  • ქვემო ქართლი – 100
  • შიდა ქართლი – 90
  • გურია – 38
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126
  • კახეთი – 165
  • მცხეთა – მთიანეთი – 56
  • სამცხე – ჯავახეთი – 30
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233, საიდანაც 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 125, აჭარაში – 874, იმერეთში – 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში – 587, აჭარაში – 134, იმერეთში – 312.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 21, იმერეთში – 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 151 – თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.

საქართველოში კორონავირუსის 450 149 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 403 762 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6128 გარდაიცვალა. 

720 ექიმი სამედიცინო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად რეგულაციების დაწესებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი