სახელმწიფო უსაფროთხოების სამსახურის თქმით, ნიკა გვარამიას უწყებაში მოსვლა არ უკავშირდება „მთავარი არხის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ გასულ მასალას.
მანამდე უწყებაში გვარამია ადვოკატთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ გამოკითხვაზეა მოსული და კომენტარს გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
„ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსვლა მის ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება. მან თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა სრულიად სხვა თემაზე, თუმცა ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – უთხრა ნეტგაზეთს სუს-მა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას
წაიკითხეთ ასევე:
„ეს შენ გეხება“ 2021 წელსაც – რა ვიცით „მოსმენების ახალ საქმეზე“