ახალი ამბები

“სინოვაკით” აცრას ევროკავშირისა და შენგენის ზონის 7 ქვეყანა აღიარებს

6 აგვისტო, 2021 • 9901
“სინოვაკით” აცრას ევროკავშირისა და შენგენის ზონის 7 ქვეყანა აღიარებს

“სინოვაკით” აცრილ მოგზაურებს ევროკავშირისა და შენგენის ზონის 7 ქვეყანა შეუშვებს თავის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ schengenvisainfo ავრცელებს.

პორტალის მიხედვით, ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნების უმეტესობის საზღვრები ღიაა იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებით არიან აცრილი. ასეთ ვაქცინებს შორისაა “ასტრაზენეკას”, “ფაიზერის”, “მოდერნას” და “ჯონსონის” წარმოებული ვაქცინები.

თუმცა, შვიდია ისეთი ქვეყანა, რომელიც მოგზაურობისას “სინოვაკით” აცრის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც აღიარებს ,მათ შორის:

  1. ავსტრია
  2. ფინეთი
  3. საბერძნეთი
  4. ისლანდია
  5. ნიდერლანდები
  6. ესპანეთი
  7. შვეიცარია

აღნიშნულ ქვეყნებში “სინოვაკით” ორჯერადად აცრილი პირები კარანტინის ვალდებულების გარეშე შეძლებენ შესვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი