ახალი ამბებისამართალი

კასპში კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი

6 აგვისტო, 2021 • 1467
კასპში კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი

კასპის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის კაცი მოკლეს და დაჭრეს ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი