ახალი ამბები

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აქციას მართავენ

6 აგვისტო, 2021 • 1100
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აქციას მართავენ

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფის“ დასაქმებულები, კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ და ხელფასების მატებას ითხოვენ.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

„თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი