ახალი ამბები

პაატა იმნაძის ორსული შვილი “ფაიზერით” აიცრა

5 აგვისტო, 2021 • 6580
პაატა იმნაძის ორსული შვილი “ფაიზერით” აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შვილი “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა:

“ძალიან მინდოდა, რომ ავცრილიყავი და, როგორც იქნა, ავიცერი. რა თქმა უნდა, დღეისათვის ამ ინფექციის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება არის აცრა. ამაზე კარგი დღეს არაფერი გვაქვს. ორსულებისთვისაც შესაძლებელი გახდა უკვე და ყველას ვურჩევ აიცრან”, – თქვა ტატა იმნაძემ იმუნიზაციის შემდეგ.

პაატა იმნაძის თქმით, ლიზი მისი ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ამ დრომდე არ იყო აცრილი და მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინა, რომელიც ორსულობისა და ლაქტაციის დროს არის დაშვებული, მისი შვილიც აიცრა:

“ჩემს ოჯახში ერთადერთი დარჩენილი იყო აუცრელი ჩემი ქალიშვილი, რომელიც არის ფეხმძიმედ, ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელზეც არის დაშვება, ფეხმძიმეებმა აიცრან. მოგეხსენებათ, “ფაიზერის” ვაქცინა დაშვებულია ორსულებისთვის. არავითარი გამოკვლევა და მომზადება ა სჭირდება ამ აცრას. ყველაზე კარგი მომზადება არის, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი რჩება ვაქცინაციის სივრცეში”, – ამბობს პაატა იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი