ამ დროისთვის (22:00) ვაქცინაციის სახელმწიფო ვებგვერდზე ფაიზერის 18 000 ადგილია ხელმისაწვდომი. ფაიზერის ვაქცინები Booking.moh.gov.ge-ზე საღამოს საათებში დაემატა.
ფაიზერის გარდა ხელმისააწვდომია ასტრაზენეკას, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინები.
ვაქცინაცია შესაძლებელია ვებგვერდზე.
დღეს გამოქვეყნებული ახალი კვლევების მიხედვით,ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ის დადასტურების შანსი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე მათში, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს.
სრულად ვაქცინირებულებში COVID-19-ის დადასტურების შანსი სამჯერ ნაკლებია – კვლევა