ახალი ამბები

ლაშა ტალახაძე მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი

4 აგვისტო, 2021 • 3238
ლაშა ტალახაძე მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ 109+ კგ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და რიოში მოპოვებულ ოქროს კიდევ ერთი მედალი დაამატა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის გარდა, ტალახაძე ასევეა მსოფლიოს ოთხ და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის რეკორდსმენი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტალახაძე პირველი სპორტსმენია, ვინც 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ ტოკიოში ატაცში 223 კგ აწია და მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მსოფლიო რეკორდი ძალოსნობის ამ კატეგროიაში აქამდე 222 კგ იყო და ისიც ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა. ტალახაძემ აკვრაში 265 კგ აწია და აქაც მისივე მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ჯამში, მან ორჭიდში 488 კგ აწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

ტალახაძის მიერ მოპოვებული მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციისთვის მეშვიდეა. 4 მედლის მოპოვება ქართველმა სპორტსმენებმა ძიუდოში შეძლეს. მათგან, ერთი ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა/ ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი კი ვერცხლის პრიოზიორები გახდნენ.

კიდევ ერთი მედლის მოპოვება ძალოსნობაში ანტონ პლესნოიმ შეძლო, რომელმაც ტრავმის მიუხედავად ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა. იაკობ ქაჯაიამ კი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი