ახალი ამბები

აშშ ხორვატიისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს

3 აგვისტო, 2021 • 2294
აშშ ხორვატიისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს

ხორვატიის მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საკუთარი Twitter-ის საშუალებით გაავრცელა. ‘

“დღეს ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად წარვადგინე. ეს ნაბიჯი აღიარებს  ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ჩვენ ველით აშშ-სა და ხორვატიის კიდევ უფრო ძლიერ ურთიერთობას”, – წერს ბლინკენი.

ამჟამად აშშ-თან უვიზო მიმოსვლა 39 ქვეყანას შეუძლია, კერძოდ: ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბრუნეი, ჩილე, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კორეა, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სან მარინო, სინგაპური, სლოვაკეთი, ​სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და ტაივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი