ახალი ამბები

დაკარგული კაცი, რომელსაც პოლიცია 2 დღე ეძებდა, ახლობელთან ნასვამი იპოვეს

2 აგვისტო, 2021 • 6132
დაკარგული კაცი, რომელსაც პოლიცია 2 დღე ეძებდა, ახლობელთან ნასვამი იპოვეს

აბაშაში დაკარგული კაცი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, სენაკში, ახლობელთან ნასვამ მდგომარეობაში იპოვეს.

კაცი აბაშაში თხილის საკრეფად იყო წასული. დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. კაცს საკვლევი არეალის მიმდებარედ ტბაში მყვინთავებიც ეძებდნენ.

ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული უვნებელი იპოვეს. ის სენაკში ახლობელთან იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი