ახალი ამბები

2022 წლიდან მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი შეიცვლება

2 აგვისტო, 2021 • 12390
2022 წლიდან მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი შეიცვლება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2022 წლიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ ნაწილს დაემატება მძღოლობის კანდიდატის გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში. ამის შესახებ მინისტრმა შსს-ს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

“2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდება ორეტაპიანი, რაც გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში”, – განაცხადა გომელაურმა.

ამჟამად მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ერთეტაპიანია და სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცივირებით კი პარლამენტში განიხილება “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც, მართვის უფლების მისაღები გამოცდეის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი უნდა გახდეს.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპი დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი მეორე ეტაპი- რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში [ქალაქში], წინასწარ შერჩეულ მარშრუტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი