ახალი ამბები

ნეტავ, ყველამ მისმინოს და ითვალისწინებდნენ, რასაც ვამბობ – დავითულიანი ჩანაწერებზე

2 აგვისტო, 2021 • 1304
ნეტავ, ყველამ მისმინოს და ითვალისწინებდნენ, რასაც ვამბობ – დავითულიანი ჩანაწერებზე

პარლამენტარი ბექა დავითულიანი ფარული ჩანაწერების შესახებ ცნობების გავრცელებას ხუმრობით ეხმაურება. დავითულიანის თქმით, თავად ისურვებდა, რომ მას უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ მის სიტყვებს.

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ის ამბობს, რომ კანონის ფარგლებში, მოსამართლის ნებართვით,  შესაძლოა ზოგიერთმა უწყებამ მიუყურადოს ან ფარულად მოუსმინოს ამა თუ იმ პირს.

ის დასძენს, რომ დარწმუნებით არ იცის, რომელ ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ეს არის  „მოგონილი თემა“.

„კანონი არსებობს, კანონის ფარგლებში ყველას გვაქვს ჩვენი უფლებები, მათ შორის, გარკვეულ ინსტიტუტებს. მათ შორის იმ ინსტიტუტებს, რომლის ხელში არის მოსმენის „გასაღები“ და ეს ერთ ხელში არ არის, მოსმენის საკანონმდებლო რეგულაციებით, რომელიც შევქმენით.

აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს იმის ეჭვი, რომ რომელიმე უწყებამ განახორციელა უკანონო მოქმედება, მას აქვს სამართლებრივი ბერკეტები, რომ ამაზე იდავოს.

რა შუაშია „ქართული ოცნების“ პირობები, როდესაც არსებობს სასამართლო?! .. იმ პირობებში, როდესაც „მთავარი არხი“ გამოვა და ნებისმიერ თემაზე მოიგონებს აჟიოტაჟს.. აბა, ფიგურანტები?“, – ამბობს ის.

„ნეტა ყველამ მისმინოს და გაითვალისწინონ, რასაც ვამბობ,“.


„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას. გვარამიას თანახმად, აღნიშნული ჩანაწერებიდან (კრებსებიდან), რომლებიც 2020 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ სუსი, სავარაუდოდ, უკანონოდ მოიპოვებს ინფორმაციას ამ ადამიანების პირადი ცხოვრების, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის, შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი