ახალი ამბები

თბილისში უცხოელ ქალს ეძებენ

31 ივლისი, 2021 • 1938
თბილისში უცხოელ ქალს ეძებენ

გუშინ, 30 ივლისს, თბილისში უცხოეთის მოქალაქე, შანაე ბრუკი გაუჩინარდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

ახლობლების ინფორმაციით გაუჩინარებამდე ის მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული. როგორც ერთ-ერთმა მეგობარმა, ალექსანდერ ჯორჯ ტომფსონმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ბოლო ინფორმაციით შანაე ბრუკს შემთხვევით დაერეკა მეგობართან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა დროსაც მეგობარმა გაიგო როგორ ეუბნებოდა შანაე ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა მისთვის და დახმარებას ითხოვდა,”თითქოს თავს დაესხნენ”.

პოლიცია, მეგობრები და დახმარების მსურველები შანაე ბრუკს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა როგორც ტომფსონმა თქვა ამჟამად ახალი ინფორმაცია მასზე არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი