ახალი ამბები

“ლიტერას” ბოიკოტს ჯაბა ზარქუაც უცხადებს

29 ივლისი, 2021 •
“ლიტერას” ბოიკოტს ჯაბა ზარქუაც უცხადებს

ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” პროტესტის ნიშნად ეთიშება მწერალი ჯაბა ზარქუაც.

მისი თქმით, აქამდე თავის იკავებდა პრემიის ბოიკოტირებისგან, რადგან მიუხედავად სამინისტროსადმი ნეგატიური განწყობისა, ასეთი კონკურსის არსებობის ფორმა მოსწონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც კონკურსის ჟიურიში მინისტრმა საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა – სიაში საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავს:

“აქამდე თავს ვიკავებდი ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” ბოიკოტირებისგან, რადგან მინისტრისადმი ჩემი უკიდურესად ნეგატიური განწყობის მიუხედავად, ასეთი კონკურსის არსებობის ფორმა მომწონდა per se.

თუმცა მას შემდეგ, რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ! პ.ს. ჟიურის შეუძლია ეს სტატუსი კონკურსიდან მოხსნის შესახებ ჩემს საჯარო განაცხადად მიიღოს”, – ამბობს ჯაბა ქარქუა.

ჯაბა ზარქუა “ლიტერას” გრძელ სიაში წარმოდგენილი იყონწიგნით “ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი”.

კონკურს „ლიტერას“ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო უკვე რამდენიმე კონკურსანტი გამოეთშა. “ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ლიტერას” ჟიურის 5 წევრიდან ერთი კულტურის სამინისტრომ დანიშნა.

“ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი