ახალი ამბები

ფაიზერზე 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიჯავშნა, დარჩენილია 20 ათასამდე ადგილი

29 ივლისი, 2021 • 2741
ფაიზერზე 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიჯავშნა, დარჩენილია 20 ათასამდე ადგილი

საქართველოში გუშინ ღამიდან დღეს დილამდე „ფაიზერის“ ვაქცინაზე, დაახლოებით 8 366 ათასი ადამიანი დაიჯავშნა.

გუშინ, ღამის 01:00 საათისთვის, „ფაიზერზე“ 28 070 ადგილი დაემატა, დღეს დილისთვის [10:46 საათი] კი თავისუფალი ადგილების რაოდენობა 19 704-ს უტოლდება.

საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეულიათ. დღესდღეობით ასევე ბევრი თავისუფალი ადგილია „სინოფარმის“: „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინაზე.

ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი