ახალი ამბები

„გაქცევის“ ვარსკვლავის, ვენტვორთ მილერის თქმით, მას აუტიზმი დაუდგინდა

28 ივლისი, 2021 • 1974
„გაქცევის“ ვარსკვლავის, ვენტვორთ მილერის თქმით, მას აუტიზმი დაუდგინდა

ტელესერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი, მსახიობი ვენტვორთ მილერი ამბობს, რომ აუტიზმი დაუდგინდა.

მსახიობის თანახმად, ამ შემოდგომაზე ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც აუტიზმის პირველადი დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მანამდე ამას თავადაც ფიქრობდა, რაც მოგვიანებით უკვე ფორმალურმა, საბოლოო დიაგნოზმაც დაადასტურა.

„მე შუახნის კაცი ვარ და არა 5 წლის ბავშვი. და ვაცნობიერებ, რომ დიაგნოზირების შესაძლებლობა არის პრივილეგია, რაზეც ბევრს არ მიუწვდება ხელი“, – წერს მსახიობი ინსტაგრამზე. მილერი 49 წლისაა.

მისი თქმით, ჯერჯერობით საკმარისი ცოდნა არა აქვს, რომ აუტიზმზე ისაუბროს და არც ის სურს, რომ ილაპარაკოს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანების თემის ნაცვლად, ამით კი თემს დამატებითი ზიანი მიაყენოს, რადგან მათ შესახებ ისტორიულად სხვები საუბრობდნენ.

„მხოლოდ მსურს, ხელი ავწიო და ვთქვა: მეც აქ ვარ. და დიდი ხანია, აქ ვარ, უბრალოდ ეს გაცნობიერებული არ მქონდა“, – წერს მსახიობი ინსტაგრამზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Wentworth Miller (@wentworthmiller)

მასალების გადაბეჭდვის წესი