ახალი ამბები

სერბეთმა და საქართველომ ერთმანეთის კოვიდ ვაქცინაციის სერთიფიკატები აღიარეს

27 ივლისი, 2021 • 894
სერბეთმა და საქართველომ ერთმანეთის კოვიდ ვაქცინაციის სერთიფიკატები აღიარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა.

სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა მოქალაქეებს 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი