ახალი ამბები

მერობის კანდიდატი არ გვეყოლება, მხარს არც კალაძეს და არც მელიას არ ვუჭერთ – მოქალაქეები

26 ივლისი, 2021 • 3434
მერობის კანდიდატი არ გვეყოლება, მხარს არც კალაძეს და არც მელიას არ ვუჭერთ – მოქალაქეები

პარტია „მოქალაქეები“ აცხადებს, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება. ამასთანავე, პარტია მხარს არც კახა კალაძეს დაუჭერს და არც ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას.

„დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ პარტია „მოქალაქეებს“ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი არ გვეყოლება, განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა და მე უარი ვთქვი, რაც სხვებმაც გაიზიარეს, რადგან ჩემი მხრიდან ეს იქნებოდა დიდი უპასუხისმგებლობა“, – ამბობს „პალიტრანიუსთან“ ალეკო ელისაშვილი.

მისივე თქმით, დასახელებული კანდიდატებიდან პარტია ჯერჯერობით არცერთს უჭერს მხარს.

„რა თქმა უნდა, კალაძეს ჩვენგან არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, ასევე არ ექნება ნიკა მელიასა და ხოშტარიას ტანდემს“, – ამატებს ელისაშვილი.

2017 წელს ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოდა თბილისის მერობის არჩევნებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა”.

თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის — ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატს “გირჩი — მეტი თავისუფლება” დაასახელებს.

რა სურს კალაძეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი