ახალი ამბები

საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

26 ივლისი, 2021 • 1282
საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ღარიბაშვილის თქმით, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

მისი თქმით, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას.

მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი