ახალი ამბები

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

26 ივლისი, 2021 • 1570
მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია ხობში დააკავეს ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშიასთან ერთად.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, ორი დღის წინ ხობში წურწუმია და ყორშია არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას, დამშვიდებულიყვნენ. ისინი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

მოგვიანებით სასამართლომ მათ ადმინისტრაციული წესით 3-3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

წურწუმიასა და ყორშიასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი პირი, რომელიც ასევე დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციაზე თავდასხმას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი